ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც შესაძლოა, 2025 წლის იანვარი შედარებით რთული აღმოჩნდეს
1736437482
ლიბერალების აშკარა დამარცხების შემდეგ დაიწყო ჩვეულებრივი შეტევები: პრეტენზია, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი, რომ საქართველოს აკლია დემოკრატია და ა.შ, - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის საერთაშორისო კომუნიკაციებისა და კავშირების სახელმწიფო მინისტრი ზოლტან კოვაჩი X-ზე.
კოვაჩი უნგრეთის სახელით მმართველ გუნდს ულოცავს არჩევნებში გამარჯვებას.
„არაფერი ახალი მზის ქვეშ: შაბათს, საქართველოს არჩევნებში გამარჯვებულები არ იყვნენ ბრიუსელი ან ლიბერალური მეინსტრიმი, არამედ გაიმარჯვა სუვერენულმა, მშვიდობაზე ორიენტირებულმა, ოჯახზე ორიენტირებულმა მმართველმა პარტიამ, რომელიც ღიად ანიჭებს პრიორიტეტს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ.
ლიბერალების აშკარა დამარცხების შემდეგ დაიწყო ჩვეულებრივი შეტევები: პრეტენზია, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი, რომ საქართველოს აკლია დემოკრატია და ა.შ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ერთ-ერთი წამყვანი კრიტიკოსი არის ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის პარტიასაც გუშინ ლიტველმა ამომრჩევლებმა მხარი არ დაუჭირეს. უნგრეთი ულოცავს პარტია „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის ნდობის უზრუნველყოფასა და შენარჩუნებას და მზადაა გააღრმაოს ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობა და მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, - წერს ზოლტან კოვაჩი.