ნოე სულაბერიძეს და ჯანეტ ქერდიყოშვილს მესამე შვილი შეეძინათ
1785251500
სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურისთვის, ახალი თაობის შესვლა საჯარო სამსახურში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ახალგაზრდებს აქვთ განსაკუთრებული მოტივაცია, მონდომება, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და დაამტკიცონ, ის, რომ მათ შეუძლიათ ემსახურონ საკუთარ ქვეყანას, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისი თქმით, წინა წელი საკმაოდ წარმატებული იყო - გასაუბრება გაიარა 1500-მდე სტაჟიორმა, საიდანაც 50%-მა ან გააგრძელა სტაჟირება, ან დასაქმდა კონკრეტულ პოზიციაზე.
„წინა წელი საკმაოდ წარმატებული იყო. გასაუბრება გაიარა 1500-მდე სტაჟიორმა. აქედან 50%-მა ან გააგრძელა სტაჟირება, ან დასაქმდა კონკრეტულ პოზიციაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, საჯარო სამსახურისთვისაც. ახალი სისხლი, ახალი თაობის შესვლა საჯარო სამსახურში არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ, რომ ახალგაზრდებს აქვთ განსაკუთრებული მოტივაცია, მონდომება, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და დაამტკიცონ, ის, რომ მათ შეუძლიათ ემსახურონ საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.