მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა - თინათინ რუხაძე
1785248883
განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ რეგიონებზე. ჩვენ ვთხოვეთ მუნიციპალიტეტებს, რაც შეიძლება მეტი ვაკანსია დაემატებინათ, ვინაიდან ადგილობრივ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარ ქალაქში, დასახლებაში გაიარონ სტაჟირება, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „დღის ქრონიკაში“.
მისი თქმით, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის ბოლოს კურსის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ 1 სექტემბრიდან საჯარო სამსახურებში გაიარონ სტაჟირება.
„1 სექტემბრიდან გამოცხადდება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით სტაჟირების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა. 3000-მდე ვაკანსია იქნება. ვიწვევთ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის ბოლო კურსის სტუდენტებს. ასევე ბაკალავრიატის და მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს. საჯარო სამსახური არის კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ შეიძინონ დიდი გამოცდილება. ველოდებით აპლიკანტებს, აქტიურობას. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ რეგიონებზე. ჩვენ ვთხოვეთ მუნიციპალიტეტებს, რაც შეიძლება მეტი ვაკანსია დაემატებინათ, ვინაიდან ადგილობრივ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარ ქალაქში, დასახლებაში გაიარონ სტაჟირება“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.