ჯარიმა 50 ლარი და მინუს 10 ქულაა - გაფრთხილება მძღოლებს
1773088562
ეს არის საკმაოდ სენსიტიური საკითხი. ამასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მედიის წარმომადგენელმა სანიკიძეს კითხვა დაუსვა პეტრე ცისკარიშვილისა და თამარ ჩერგოლეიშვილის დაპირისპირების შესახებ.
„ბოქსი არ არის, რომ რომელიმეს მხარეს ვიყო, ეს არ არის რაღაც ქუჩის ბრძოლა. მე ვარ, პირველ რიგში, საკუთარი თავის მხარეს. არ მინდა ამ კონფლიქტის გაღვივება, ამიტომ არ ვპასუხობ“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
კიდევ ერთ კითხვაზე, ამ ფონზე, რამდენად წარმოსადგენია თანამშრომლობა, შესაძლო ერთ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება, სანიკიძემ უპასუხა:
„დამატებითი განცხადებები გაკეთდება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს ოპოზიციონერები, რომლებსაც განსაკუთრებული დაპირისპირება ჰქონდათ წარსულში, კი არ შერიგებულან, არამედ მორიგდნენ, რაღაც შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის აღსრულებასაც ახლა ვცდილობთ. მათ ჰკითხეთ. მე აქამდე ვისზე რა განცხადებაც გამიკეთებია, ყველაზე იმავე აზრის ვარ. არ ვიცი, სხვა იცვლის თუ არა პოზიციებს, მაგრამ მე, ლევან სანიკიძეს, ვისზეც რა მითქვამს, ახლაც ზუსტად ის აზრი მაქვს“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი და „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება პეტრე ცისკარიშვილის სოციალურ ქსელში ერთ-ერთ პოსტს მოჰყვა, სადაც ჩერგოლეიშვილმა და ცისკარიშვილმა ერთმანეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიეს.