ლევან სამუშიამ პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა

ლელო

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სამუშია გამოძიების დაწყებას და იმ პირების პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვს, რომლებმაც 29 ივნისს, ყვარელში მას და მისი პარტიის სხვა ლიდერებს პოლიტიკურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

„მე და ბატონი ბადრი ჯაფარიძე ვიმყოფებოდით ყვარელში, შეხვედრაზე მოქალაქეებთან, რა დროსაც, ხელისუფლებამ დაგვახვედრა ე.წ. ტიტუშკები, რომლებმაც არ მოგვცეს შესაძლებლობა განგვეხორციელებინა ჩვენი პოლიტიკური საქმიანობა და ამით ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ ვითხოვთ ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და გამოძიების დაწყებას“,- აცხადებს ლევან სამუშია.