ცნობილია, რა განაჩენი გამოუტანა სააპელაციომ კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ჯაიანს
1753107939
„გამოხტებიან ხოლმე, ოპოზიციის „ტოპ ტვინები“ და ირონიული ღიმილით კითხულობენ აბა სად არის „დიფ სთეითი“ მანახეთო, ან თუნდაც ხელი მომაკიდებინეთო, მათ ზოგიერთი მტრად ქცეული ელჩიც ქირქილით აჰყვება, ასეთი რამ არსებობსო. არათუ არსებობს, „დიფ სთეითს“ გამწარებული ებრძვიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რასაც ამ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დირექტორი, ტულსი გაბარდიც ადასტურებს“ - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიპ სტეიტის“ კარგად აპრობირებული ხელწერაა - მადლობა უნდა გადავუხადოთ ქალბატონ ტულსი გაბარს „დიპ სტეიტის“ მხილებისთვის“.
მისი თქმით, ახლა, თუ თავად ამერიკაში, ლამის სახელმწიფო გადატრიალებას, არჩეული პრეზიდენტის დისკრედიტაციასა და რუსეთის ვითომდა არჩევნებში ჩარევას ხელმძღვანელობდა „დიფ სთეითი,“ საქართველოში რა მასშტაბის საქმეების დატრიალებას შეეცდებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ.
„გამოხტებიან ხოლმე, ოპოზიციის „ტოპ ტვინები“ და ირონიული ღიმილით კითხულობენ აბა სად არის „დიფ სთეითი“ მანახეთო, ან თუნდაც ხელი მომაკიდებინეთო, მათ ზოგიერთი მტრად ქცეული ელჩიც ქირქილით აჰყვება, ასეთი რამ არსებობსო. არათუ არსებობს, „დიფ სთეითს“ გამწარებული ებრძვიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რასაც ამ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დირექტორი, ტულსი გაბარდიც ადასტურებს. ახლა, თუ თავად ამერიკაში, ლამის სახელმწიფო გადატრიალებას, არჩეული პრეზიდენტის დისკრედიტაციასა და რუსეთის ვითომდა არჩევნებში ჩარევას ხელმძღვანელობდა „დიფ სთეითი,“ საქართველოში რა მასშტაბის საქმეების დატრიალებას შეეცდებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ. ჩვენთან მიმართებაში, დღესაც გრძელდება ჰიბრიდული ომი, მტრულად განწყობილმა, ევრობიუროკრატიამ საინფორმაციო ომის ოპერაციის სხვადასხვა ფაზებიც კი დააორგანიზა, „არასრული დახმარება უკრაინას,“ „არა დემოკრატიული სახელმწიფო,“ „მედიის დაპატიმრებული წარმომადგენლები,“ „პოლიტპატიმრები,“ „რიგ გარეშე არჩევნები,“ „გასაუქმებელი ვიზალიბერალიზაცია,“ "პრორუსული მთავრობა," „ავტორიტატული რეჟიმი,“ ყოჩაღ, ჩვენ ხელისუფლებას და ხალხს, ამდენ შეტევას რომ ვუძლებთ და ვიგერიებთ, თან იმ ფონზე, „დიფ სთეითი“ ჯერ არც ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არ არის საბოლოოდ დამარცხებული“, - წერს ნიკოლეიშვილი.