ლევან ნიკოლეიშვილი - სააკაშვილი ციხის გარეთ ავტომატურად ახალ ომს ნიშნავს რუსეთთან, და ეს არაერთხელ აღნიშნეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა

ლევან ნიკოლეიშვილი

„გაუშვით (ან გამოუშვით) სააკაშვილი ციხიდან!“ - ეს ლოზუნგი უკვე დიდი ხანია გვესმის, ძირითადად კი რა თქმა უნდა რადიკალური ოპოზიციისა და მათი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ეს მოთხოვნა ცოტა შესუსტებულია ოპო-ტელევიზიებიდან და რადიკალების ლობისტი უცხოელებიდან-მიზეზი მარტივია, თუ ფულს არ გადაუხდი მათ ნაკლებად ანაღვლებთ სააკაშვილი ციხეში იჯდება თუ ფსიქიატრიულში - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნას.

„გაუშვით (ან გამოუშვით) სააკაშვილი ციხიდან!“ - ეს ლოზუნგი უკვე დიდი ხანია გვესმის, ძირითადად კი რა თქმა უნდა რადიკალური ოპოზიციისა და მათი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ეს მოთხოვნა ცოტა შესუსტებულია ოპო-ტელევიზიებიდან და რადიკალების ლობისტი უცხოელებიდან-მიზეზი მარტივია, თუ ფულს არ გადაუხდი მათ ნაკლებად ანაღვლებთ სააკაშვილი ციხეში იჯდება თუ ფსიქიატრიულში. ამ ბოლოს დროს ბელადის განთავისუფლების მოთხოვნა, რადიკალებმა კვლავ წამოწიეს, ისევ ავადმყოფობის თუ ციხეში ვერ გაძლების მიზეზით (სასამართლოს გადაწყვეტილებები ცხადია ნაკლებად აინტერესებთ!) მაგრამ ერთი სტრატეგიული შეცდომა კი დაუშვეს-სააკაშვილი ციხის გარეთ ავტომატურად ახალ ომს ნიშნავს რუსეთთან, და ეს არაერთხელ აღნიშნეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

აი იმ უკრაინელებმა, რომლებსაც ნაციონალებმა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა შეუკვეთეს, მათაც დავალება „წარმატებით“ შეასრულეს, მაგრამ იქვე მიაყოლეს აი, სააკაშვილი და ნაციონალები, რომ იყვნენ ხელისუფლებაში რუსეთს მეორე ფრონტს გაუხსნიდნენო, მართალია ქართული ქალაქები დაიბომბებოდა, დაინგრეოდა, ხალხი დაიხოცებოდა, მაგრამ ჩვენ ძალიან წაგვადგებოდაო...ასე თუ ისეა, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამბობენ, სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა ომის პარტიაა, და მათი ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში საქართველო დიდი ხანია უკვე ომში იქნებოდა ჩართული. მაგრამ, მთავარი და უმთავრესი ის გახლავთ, რომ სააკაშვილი ციხეში სასჯელს იხდის (ზოგსაც ელოდება!), სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, მათ შორის სტრარსბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს ვერდიქტიცაა.“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.