სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1772199273
რაც შეეხება ბრალდებას {სანქცირებაზე}- უკრაინის საკითხების გაშუქებისთვის - ეს ხომ არის აბსურდის აბსურდი! ერთი ფაქტი, ერთი არგუმენტი მოიყვანონ!, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „იმედისა“ და „პოსტვ“-ის სანქცირების თემაზე საუბრისას.
მან საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საკითხზე დიდი ბრიტანეთის ელჩის დაბარების ფაქტიც გაიხსენა.
„თუნდაც, {დიდი ბრიტანეთის}ელჩის გუშინდელი ამბავი რომ გავიხსენოთ - შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, იჯდა მუნჯივით, ისმენდა ბრალდებებს და ერთი არგუმენტი არ ჰქონდა იმის თაობაზე, რომ რა დააშავა „იმედმა“ და „პოსტვ“-იმ უკრაინასთან მიმართებაში?! რა გააშუქეს არასწორად?! ის ხომ არ დააშავა, რომ რასაც თავად აცხადებენ - უკრაინა ომს იგებს, რუსეთი მარცხდება და ასე შემდეგ.
არც უკრაინა იგებს ამ ომს და არც - რუსეთი. ყველაზე მთავარი იცით რა არის? - ვიღაცებს რაღაცების სჯერა და თქვენ ამბობთ რეალურ სიტუაციას“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, 40 წუთის განმავლობაში მას არ მოუსმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ლონდონმა.
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.