1748675716
ლევან ნიკოლეიშვილი აქტივისტებისთვის 12-დღიანი პატიმრობის შეფარდებაზე: რას ნიშნავს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატზე მივარდნა-შეურაცხყოფა და როგორ მოქმედებს კანონი სამართლებრივ სახელმწიფოში, ყველამ უნდა გაიგოს - სანატრელ დასავლეთში, ევროპასა და აშშ-ში ასე არ არის?

დღეს საკანში 12 დღით გაამწესეს ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი, თავისი რადიკალიზმით გამორჩეული ვინმე თათია აფრიამაშვილი. ცნობისათვის ეს ის პირი გახლავთ, რომელიც დეპუტატ მარიამ ლაშხს კაფეში შეუვარდა, როდესაც ქალბატონი მარიამი იქ მცირეწლოვან შვილებთან იმყოფებოდა, - წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, დეპუტატზე მივარდნის და შეურაცხყოფის შემთხვევაში, როგორ მოქმედებს კანონი სამართლებრივ სახელმწიფოში, ყველამ უნდა გაიგოს. ნიკოლეიშვილის თქმით, ასე ხდება ოპოზიციის “სანატრელ დასავლეთში”.
“დღეს საკანში 12 დღით გააწესეს ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი, თავისი რადიკალიზმით გამორჩეული ვინმე თათია აფრიამაშვილი. ცნობისათვის ეს ის პირი გახლავთ, რომელიც დეპუტატ მარიამ ლაშხს კაფეში შეუვარდა, როდესაც ქალბატონი მარიამი იქ მცირეწლოვან შვილებთან იმყოფებოდა. დანაშაულის ჩამდენზე ე.წ. ოპოზიციურმა ტელევიზიებმა გამოგვიცხადეს, რომ თურმე ქალია (კიდევ კარგი მანდილოსნად არ შერაცხეს), სტუდენტია, მალე ალბათ ეროვნული გმირის სტატუსსაც მიანიჭებენ ( სად არა არის სალომე ზურაბიშვილი, თორემ რაიმე ორდენით თუ არა მედლით მაინც დააჯილდოებდა!), მაგრამ პასუხისმგებლობის აღება ასეთების ქცევა არავის არ უნდა, რევოლუციისა და რადიკალური ქმედებებისთვის სწორედ ოპოზიციას ჰყავს თავის დროზე მოქოქილი. რას ნიშნავს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატზე მივარდნა-შეურაცხყოფა და როგორ მოქმედებს ამ შემთხვევაში კანონი სამართლებრივ სახელმწიფოში ყველამ უნდა გაიგოს და შეიგნოს. უკაცრავად, ქებულ და სანატრელ დასავლეთში, ევროპასა და აშშ-ში ასე არ არის?” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.