გაზი ორი დღით შეწყდება - „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს აფრთხილებს
1761679861
აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული განვითარების მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდა.
მისი თქმით, ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი 13 წლის გახდა.
„იუბილეს აეროპორტი პარტნიორ კომპანიებთან ერთად აღნიშნავს და მთელი კვირის განმავლობაში მგზავრებს ელოდებათ განსაკუთრებული შეთავაზებები და სასიამოვნო სიურპრიზები. ეს არის წარმატების ისტორია, რომელიც საქართველოს ავიაციის განვითარებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. 13 წლის განმავლობაში აეროპორტი სრულად განახლდა, ექვსჯერ გაფართოვდა და 8,8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. დღეს ქუთაისის აეროპორტი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდად ითვლება და ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული განვითარების მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდა“, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.