1765919119
ლევან მახაშვილი: ვის ინტერესშიც არ არის საქართველოს განვითარება, ყველა არის დარაზმული იმისთვის, რომ ეს პროექტი ჩააგდოს. ეს უკვე აღარ არის ერთი-ორი დეზინფორმაციული კამპანია, ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური დივერსია
ვის ინტერესშიც არ არის საქართველოს განვითარება, ყველა არის დარაზმული იმისთვის, რომ ეს პროექტი ჩააგდოს. ეს უკვე აღარ არის ერთი-ორი დეზინფორმაციული კამპანია, ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური დივერსია, - აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „იგლ ჰილსის“ პროექტის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე.
მისი თქმით, კონკრეტული ჯგუფები ცდილობენ ჩააგდონ პროექტი.
„ერთი ეტაპის გავლის შემდგომ, ვხედავთ მეორე ტალღას ამ კონკრეტული პროექტის წინააღმდეგ გასაგები მიზეზის გამო, ეს არის არსებითად მნიშვნელოვანი პროექტი, ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაყვანისთვის. ვის ინტერესშიც არ არის საქართველოს განვითარება, ყველა არის დარაზმული იმისთვის, რომ ეს პროექტი ჩააგდოს. შეუქმნას სერიოზული საფრთხე ამ პროექტს. ეს უკვე აღარ არის ერთი-ორი დეზინფორმაციული კამპანია, ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური დივერსია და იმედია შესაბამისი სამსახურები არა უბრალოდ პიარული თვალსაზრისით დაგეგმავენ შემდგომ ნაბიჯებს, არამედ შეიძლება რაღაც სამართლებრივი რეაგირებაც განიხილონ ამ ტიპის ქმედებების წინააღმდეგ“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.












