დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
მე მას ვურჩევდი, საკუთარ ენაზე ნორმალურად გადაიკითხოს ეს [ვენის] კონვენცია. თუმცა, აქ ალბათ, საუბარია იმაზეა, რომ ეს ადამიანი ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას.
კერძოდ, ფიშერმა განაცხადა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში არ ჩარეულა და ვენის კონვენცია არ დაურღვევია.
„როდესაც გამოხატავ შენს პოზიციებს ამა თუ იმ შიდაპოლიტიკურ მოვლენასთან დაკავშირებით, მაგალითად, მედიების ნაწილს მთავრობის პროპაგანდისტებად, ხოლო იმ მედიებს, რომლებიც ახალისებენ ძალადობას და დამხობას, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ მედიებად მოიხსენიებ და მხოლოდ მათთან თანამშრომლობ; როდესაც ფიზიკურად მიდიხარ, ამხნევებ თუ სხვადასხვა ფორმით მხარს უჭერ რადიკალებს, სურათებს იღებ მათთან, რა არის ეს თუ არა შიდა საქმეებში ჩარევა?
ამიტომ მე მას ვურჩევდი, საკუთარ ენაზე ნორმალურად გადაიკითხოს ეს [ვენის] კონვენცია. თუმცა, აქ ალბათ, საუბარია იმაზეა, რომ ეს ადამიანი ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას“, - განაცხადა მახაშვილმა.