36 ადამიანის საკვებით მოიწამლა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერის" საწარმოო პროცესი შეუჩერა
1779445140
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, ე.წ. ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტიებს საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ.
მახაშვილის თქმით, „ოპოზიციური ალიანსის“ წარმომადგენლები დახურულ ფორმატში მართავენ შეხვედრებს, რათა ე.წ. ალიანსის გარშემო არსებული სიყალბე არ გამოჩნდეს.
„საზოგადოებაში დასაყრდენი არ აქვთ, რაც გასაგებია. ის საზოგადოებრივი კაპიტალი, რაც თავის დროზე ჰქონდათ, პოლიტიკურად მცდარი და არასწორი გადაწყვეტილებებით გაანიავეს. ფსონი დადეს არა საკუთარ მოსახლეობაზე, საკუთარ ქვეყანაზე, არამედ სხვის ინტერესებზე. საზოგადოებრივი თამასა და მხარდაჭერა აღარ არსებობს. მსუბუქად რომ ვთქვათ, ამიტომაც არის მთელი რიგი უხერხულობები – დამალვა, ჩუმად და მალულად რაღაცების ჩატარება, რომ არ გაშიშვლდეს მთელი ის სიყალბე, რაც არის ე.წ. ალიანსის გარშემო. შეიძლება, ყოველდღიური პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები ვაკეთოთ, მაგრამ ესეც ზედმეტია. ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭებაა უკვე ამ ადამიანებისთვის. თუ მაინც და მაინც უნდათ, ვინმეს შეხვდნენ, კი ბატონო, იარონ, ჩავიდნენ, მაგრამ ესეც აჩვენებს რეალურად, რომ მათ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.