ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
მან [მარტა კოსი] წააგო გეოპოლიტიკური კონკურენაცია ამერიკასთან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროკომისარ მარტა კომისის იმ განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც ევროკავშირში წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის „MAGA“ მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.
მახაშვილის თქმით, კოსი გეოპოლიტიკური კონკურენციის კონტექსტში ერთსა და იმავე სიბრტყეზე აყენებს რუსეთს, ჩინეთს და აშშ-ს.
„დამარცხდა გეოპოლიტიკურად რუსეთთან, გამოაცხადა მტრად. დამარცხდა ჩინეთთან, გამოაცხადა მტრად. ახლა დამარცხდა ამერიკასთან და გამოაცხადა, როგორც ჩანს, მტრად. ფაქტია, რომ გეოპოლიტიკური კონკურენციის კონტექსტში ერთსა და იმავე სიბრტყეზე აყენებს რუსეთს, ჩინეთს და აშშ-ს.
რა თქმა უნდა, ეს არის ყოვლად მიუღებელი. ჩვენ არ გვაქვს იმის არც ფუფუნება, რესურსი და შესაძლებლობა, რომ ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის ამ იდეოლოგიურ დაპირისპირებაში ჩავერთოთ, არანაირი სურვილი ჩვენ ამის არ გვაქვს.
ბრიუსელმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა მთლიანად დაცალა ინტერესებისგან, პრაგმატიზმისგან, რაციონალიზმისგან და არის მხოლოდ სუპერიდეოლოგიზებული“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.