სურსათის ეროვნული სააგენტო, „სოფლის ნობათთან“ დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
1744035536
ერთ-ერთი მთავარი მიზანი რატომაც მივიღეთ ჩვენ თავის დროზე „გამჭვირვალობის კანონი“ და ამ დღეებში ამერიკული კანონმდებლობა [ფარა] სწორედ ამას ემსახურება, რომ მსგავსი სქემები საზოგადოებისთვის იყოს ნაცნობი, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ევროკომისიის აღიარებასთან დაკავშირებით, რომელიც ლობიზმისთვის „ენჯეოების“ გამოყენებას ეხება.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ეს პროცესი ახლაც გრძელდება და გარკვეული ძალების სწორედ „ენჯეოებს“ იყენებენ ლობისტური საქმიანობისთვის.
„ეს ჩაკეტილი სქემა ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ. სამწუხაროა, რომ იგივე პროცესები გრძელდება. ამიტომ ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ განსაკუთრებით ყურადღებით და ფრთხილად მოეკიდოს ამ საკითხს. იმის ნაცვლად, რომ მთავრობა გააკრიტიკონ და მთავრობას ანტიდასავლურობა დასწამონ, უზრუნველყონ საზოგადოებას განუმარტონ კონკრეტულად რაში იხარჯება ხოლმე კონკრეტული თანხები. ხომ არ არის ისე, რომ ეს თანხა ხმარდება ვიღაცების გაჩუმებას, ვიღაცებისთვის კეფაში ტყვიის სროლის მოწოდებას და ა.შ. ერთ-ერთი მთავარი მიზანი რატომაც მივიღეთ ჩვენ თავის დროზე „გამჭვირვალობის კანონი“ და ამ დღეებში ამერიკული კანონმდებლობა [ფარა] სწორედ ამას ემსახურება, რომ მსგავსი სქემები საზოგადოებისთვის იყოს ნაცნობი. ჩვენ ვიცოდეთ რეალურად, კონკრეტული უწყებების, კონკრეტული ორგანიზაციების სახელი და გვარების უკან ვინ დგას, რა პოლიტიკურ ინტერესს ატარებს. ეს საზოგადოებასაც დაეხმარება, რომ მიიღოს შემდგომ ინფორმირებული სწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირი ახალ სკანდალში გაეხვა. ევროკომისიამ აღიარა რომ „ენჯეოებს“ ლობისტური საქმიანობისთვის იყენებდა. ევროკავშირის სახსრები, რომლებიც „კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ“ მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კლიმატის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების დასაფინანსებლად იყო განკუთვნილი, ფარული გავლენის ოპერაციაში ევროპელი კონსერვატორების ხმის ჩასახშობად გამოიყენეს. ევროკომისიამ უზრუნველყო არა მხოლოდ დაფინანსება, არამედ სტრატეგიული მიმართულებაც განსაზღვრა, თუ ვინ უნდა გამხდარიყო სამიზნე.