„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
ლევან მახაშვილი „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაცია მზადაა არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ ყველა დეზინფორმაციას პასუხი გასცეს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დელეგაცია მზადაა ნებისმიერ არგუმენტს უპასუხოს.
„ყველა აცნობიერებს, რომ მსოფლიო იცვლება და იცვლება ბევრისთვის არასასურველი, მაგრამ ლოგიკური მიმართულებით. დღეს ასამბლეაზე ყველა აღნიშნავდა, რომ სახელმწიფოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ისინი ბევრად მომზადებულები დახვდნენ ცვალებად უსაფრთხოების გარემოს და იმ ჰიბრიდულ საფრთხეებს, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ.
ამ ასამბლეაზე ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი და არა ძირი გამოვუთხაროთ ერთმანეთის საარჩევნო სისტემებს და შევქმნათ სხვა ქვეყნებში პოლიტიკური კრიზისები უცხოური ჩარევების გზით. ვიყენებთ ყველა პლატფორმას იმისთვის, რომ გავაცნოთ შეჯამება არჩევნების, რომელიც იყო საქართველოში და გავცეთ ყველა დეზინფორმაციას პასუხი, რომელსაც სხვადასხვა სუბიექტი ავრცელებდა. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ არგუმენტს პასუხი გავცეთ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გაიხსნა, სადაც ქართული დელეგაციაც იმყოფება. დელეგაციას ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. ასამბლეა განიხილავს ევროპის უსაფრთხოებას და პოლიტიკურ საკითხებს, რომლებიც წევრ სახელმწიფოებშია.