გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1764102019
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.„ქრონიკასთან“ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რის მიხედვითაც, ერთნაირსქესიანთა ქორწინება ყველა წევრი სახელმწიფოს მასშტაბით უნდა იყოს აღიარებული.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მიუღებელია, ბრიუსელში ზოგიერთი ძალის ის ცინიკური მიდგომა, რომელიც ამ საკითხს აგდებულად მოიხსენიებს.
„რა თქმა უნდა, თავად ევროკავშირის გადასაწყვეტია ამ საკითხებს როგორ დაარეგულირებს, თუმცა ჩვენი ხელისუფლების განაცხადი არის ძალიან მკაფიო, რომ ჩვენ, ჩვენი საზოგადოება ვეწინააღმდეგებით ამ მიმართულებით ლიბერალურ მიდგომებს. ეს არის იმის აღიარება, რომ ეს საფრთხე შეიძლება რაღაც მომენტში ასე აქტუალური არ არის, მაგრამ ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება. ჩვენთვის მიუღებელია, ბრიუსელში ზოგიერთი ძალის ის ცინიკური მიდგომა, რომელიც ამ საკითხს აგდებულად მოიხსენიებს.
დღეს, ამ გადაწყვეტილებით ყველა ჩვენს ოპონენტს ყველანაირი არგუმენტი მოვუსპეთ, რომ ეს საკითხი ხელოვნური აჟიოტაჟის საგანი იყო. ეს არის რეალური თემა და ამ გადაწყვეტილებამაც ამას მიუთითა“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს მთელი ბლოკის მასშტაბით უნდა სცენ პატივი და გააკრიტიკა პოლონეთი იმის გამო, რომ ვარშავამ საკუთარი ორი მოქალაქის გერმანიაში დარეგისტრირებული ქორწინების აღიარებაზე უარი თქვა.