საპენსიო ფონდი სპეციალურ ინფორმაციას ავრცელებს
1768217479
ბრიუსელმა ან საკუთარი მცდარი პოლიტიკა უნდა შეცვალოს, ან სერიოზულად დაფიქრდეს იმ ბიუროკრატების შეცვლაზე, კაია კალასის ხელმძღვანელობით, რომლებიც მცდარ პოლიტიკას ქმნიან, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც კაია კალასის გადადგომას ითხოვს.
„კითხვები კაია კალასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ლიდერი ხმამაღლა საჯაროდ ალაპარაკდა მის არაკომპეტენტურობასა და სიხისტეზე. ეს [კაია კალასის არაკომპეტენტურობა] არაერთხელ მოვიდა ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებთან წინააღმდეგობაში, არაერთხელ დააშვებინა ევროკავშირს გეოპოლიტიკური შეცდომები, მეგობრები გაიუცხოვა, დიპლომატიისა და მშვიდობის ნაცვლად ომზე ალაპარაკებს ევროკავშირს. ბრიუსელმა ან საკუთარი მცდარი პოლიტიკა უნდა შეცვალოს, ან სერიოზულად დაფიქრდეს იმ ბიუროკრატების შეცვლაზე, კაია კალასის ხელმძღვანელობით, რომლებიც მცდარ პოლიტიკას ქმნიან“, - აღნიშნა მახაშვილმა.