სექტემბრიდან ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება - რა იგეგმება სკოლებში
1745960694
უკვე რამდენი თვე გავიდა და აკვირდება მოსახლეობა, რომ მათ მოტყუებით აპროტესტებინებდნენ გამჭვირვალობის კანონს, შესაბამისად, იგივე პროცესს ვიხილავთ ახლაც, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა მიმდინარე პროცესების შეფასებისას.
„მათ ატყუებდნენ ამ კანონთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება და ატყუებდნენ, რომ გაიღვიძებდნენ რუსეთში, ატყუებდნენ, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ დაიკეტებოდა ყველა ოპოზიციური ტელეარხი, ატყუებდნენ, რომ გავაუქმებდით ენჯეო სექტორს და უკვე რამდენი თვე გავიდა და აკვირდება მოსახლეობა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მათ მოტყუებით აპროტესტებინებდნენ, შესაბამისად, იგივე პროცესს ვიხილავთ ახლაც“, - განაცხადა მაჭავარიანმა.