ლევან მაჭავარიანი: საქართველო უნდა იყოს ტოპ სამ ქვეყანაში კორუფციის სიმცირის კუთხით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გაძლიერებაც ამას ემსახურება. ბატონი გაბიტაშვილი ამაში ძალიან სერიოზულ როლს ითამაშებს

ლევან მაჭავარიანი

ვპირდებით საზოგადოებას, რომ 3-4 წელიწადში საქართველო შევა ტოპ სამ ქვეყანაში კორუფციის სიმცირის კუთხით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა. ასე ის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურის წარდგენას გამოეხმაურა.

„ჩვენი გაცხადებული პოზიცია არის, რომ რამდენიმე წელიწადში, ახლო მომავალში საქართველო უნდა იყოს ტოპ სამ ქვეყანაში კორუფციის სიმცირის კუთხით. შესაბამისად, ამ უწყების გაძლიერებაც ამას ემსახურება. რა თქმა უნდა, ბატონი გაბიტაშვილი ამაში ძალიან სერიოზულ როლს ითამაშებს და ძალიან დიდ წვლილს შეიტანს კორუფციასთან ბრძოლაში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინა.