ლევან მაჭავარიანი საელჩოების საქმიანობის გამჭვირვალობაზე: გვახსოვს დანიის ფულით დაფინანსებული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც შეფუთეს როგორც „დემოკრატიის ფესტივალი“ და ბოლოს ვნახეთ „free მიშას“ ბანერები

ლევან მაჭავარიანი

გვახსოვს დანიის ფულით დაფინანსებული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, თითქოს შეფუთეს როგორც „დემოკრატიის ფესტივალი“ და ბოლოს ვნახეთ, რომ „free მიშას“ ბანერებით იყო ეს ყველაფერი მოწყობილი“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

პარლამენტი საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობს, რომელიც გარე ჩარევების აღმოფხვრას უზრუნველყოფს.

საპარლამენტო უმრავლესობა უცხოური ფონდების გამჭვირვალობასა და საელჩოებზე საუბრობს.

ლევან მაჭავარიანის თქმით, დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა დაკარგეს მთავარი ფუნქცია და საელჩოები პირდაპირ ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში.

„შეგნებულად არ ჩამოვთვლი რამდენ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩამოსული ოპოზიციის მხარდასაჭერად და ანტისამთავრობო მიტინგებს უერთდებოდნენ. იქ ევროპარლამენტარების დელეგაციები იყო ჩამოსული. რამდენი ელჩის განცხადება შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელიც აბსურდი არის და არანაირ ობიექტურობას არ ეფუძნება, იგივე გერმანიის ელჩი, რომელიც გამოირჩევა ამ კუთხით. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ 27 ქვეყნის ელჩების დემარში იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს ჩვენ ვკლავდით და ვაწამებდით და ერთსაც ბოდიში არ მოუხდია, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა დაეწყო საკვების მიღება და კარგად გახდებოდა და ეს ყველაფერი ასეც მოხდა. როდესაც ჩვენ დონორ ორგანიზაციებზე ვსაუბრობთ მეორე მხრივ, რომლებიც ფინანსდებიან კონკრეტული ქვეყნებიდან, USAID-ის შემთხვევაში და NED-ის შემთხვევაში ყველაფერი გარკვეულია, მაგრამ იქ არის „ევროპის დემოკრატიული ფონდი“ და როდესაც შალვა პაპუაშვილმა მიმართა ევროკავშირის ელჩის იმასთან დაკავშირებით, რომ პირად საუბრებში წერილობითაც, რომ იქნება გამოაქვეყნოთ რას აფინანსებენ „EED“ საქართველოში, შემდეგ 6 თვის თავზე მიიღო ძალიან ბუნდოვანი პასუხი, რომ ამის გამოქვეყნება და ამის ჩაშლა იყო შეუძლებელი. ჩვენ გვახსოვს დანიის ფულით დაფინანსებული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, თითქოს შეფუთეს როგორც „დემოკრატიის ფესტივალი“ და ბოლოს ვნახეთ, რომ „free მიშას“ ბანერებით იყო ეს ყველაფერი მოწყობილი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.