ცნობილია, 25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა
1735041597
რაღაც ტიპის თემებზე როდესაც მიდის საუბარი, გარე ჩარევის კუთხით, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს ვახსენებთ, არც ევროკავშირს და არც ევროკავშირში შემავალ რომელიმე ქვეყანას - გარკვეულ ძალებზე ვსაუბრობთ, ვეძახით პირობითად „გლობალურ ომის პარტიას“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ.
ლევან მაჭავარიანს წამყვანმა აშშ-ის საელჩოს ქარდებზე ჰკითხა, რომელიც კონკრეტულ საკითხებზე ქვეყნდება ბოლო პერიოდში და დაინტერესდა, რა სტილი და ტაქტიკაა ეს, რა გზავნილია საელჩოს მხრიდან.
„გუშინ იყო ქარდი, სადაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით იყო განცხადება გაკეთებული, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი ადანაშაულებს ამერიკის შეერთებულ შტატებს დე ფაქტო სანქციებთან დაკავშირებით, რის ქვეშაც ის იმყოფება 2022 წლის თებერვლიდან, როგორც კი უკრაინაში ომი დაიწყო. მოგეხსენებათ, 2 მილიარდი დოლარი აქვს გაყინული, ყველა სასამართლო ინსტანცია მოგებული აქვს და ფულს არავინ უბრუნებს. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ამასთან დაკავშირებით წერილი გამოსცა, სადაც პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ არასდროს არც ბიძინა ივანიშვილს და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრს, ჩემი ჩათვლით, ამერიკის შეერთებული შტატები ამაში არ დაგვიდანაშაულებია.
რაღაც ტიპის თემებზე როდესაც მიდის საუბარი, გარე ჩარევის კუთხით, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს ვახსენებთ, არც ევროკავშირს და არც ევროკავშირში შემავალ რომელიმე ქვეყანას - გარკვეულ ძალებზე ვსაუბრობთ, ვეძახით პირობითად „გლობალურ ომის პარტიას“. ამერიკაში თუ გადახედავთ, ბოლო ათწლეულია ამ ძალებს ე.წ. Deep State-ს ეძახიან და ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი საუბრობს ამაზე, მაგალითად რობერტ კენედი უმცროსი. თუმცა ჩვენ წითელ ხაზებს არ ვკვეთთ, სიღრმეში არ შევდივართ და მხოლოდ ამ [გლობალური ომის პარტია] ტერმინოლოგიით შემოვიფარგლებით“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.