რიტუალები 13 იანვრის ღამეს, რომელიც ფულსა და სიმდიდრეს მოიზიდავს თქვენს სახლში
1736792219
ოპოზიცია ძალიან ცუდ დღეში იმიტომაა, რომ თავის ამომრჩეველს ატყუებდა, თითქოს „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა 30%-იანი რეიტინგი და აღმოჩნდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 54%, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა მას ოპოზიციის განცხადებები შეახსენა, რომლებსაც ისინი არჩევნებამდე აკეთებდნენ და ნდობას უცხადებდნენ ცესკო-ს და აბსოლუტურად გამორიცხავდნენ გაყალბების შესაძლებლობას ელექტრონული არჩევნების პირობებში და ჰკითხა, რომ მაშინ, როდესაც ხელისუფლება მუდმივად საუბრობდა იმაზე, რომ ოპოზიცია 27 ოქტომბრისთვის ემზადებოდა, ელოდა თუ არა სიტუაციის ასე შემობრუნებას, რომ საკუთარ ნათქვამთან წინააღმდეგობაში მოვიდოდნენ არჩევნებიდან მეორე დღეს.
„ოპოზიციაში ძალიან მძიმე დღეში არიან. მადლობა ღმერთს, რომ არქივი არსებობს. სალომე ზურაბიშვილი, გვარამია მახსენდება და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური ლიდერი, რომლებიც ამბობდნენ, რომ გამორიცხულია ელექტრონული არჩევნების საშუალებით რაიმეს მანიპულირება და ა.შ. დაიდო მათთვის ძალიან მძიმე შედეგი, რაც ჩვენთვის მოსალოდნელი იყო. მათ წააგეს ძალიან დიდი ანგარიშით, როგორც ჩვენ ამას ვპირდებოდით ჩვენი მოსახლეობის დახმარებით. ჩვენმა მოქალაქეებმა გაიაზრეს, რომ ეს არჩევნები რეალურად ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნებია. ქუდზე კაცი გამოვიდა.
ახლა შეცვალეს [ოპოზიციამ] რიტორიკა და სისულელეებს ლაპარაკობენ, შინაარსშიც ვერ შევალ. რაიმე მტკიცებულება დაგვიდონ, ან ფაქტი, რაზეც ქალბატონმა ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგზე ისაუბრა. ოპოზიცია ძალიან ცუდ დღეში იმიტომაა, რომ თავის ამომრჩეველს ატყუებდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა 30%-იანი რეიტინგი და აღმოჩნდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 54%. ან უნდა უთხრან თავიანთ ამომრჩეველს, რომ გატყუებდითო, ან უარეს ტყუილში შევიდნენ და უკაცრავად ჟარგონისთვის და „გააბრუონ“, რომ 300 ათასი ხმა გააყალბა „ქართულმა ოცნებამო“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.