1753735351
ლევან მაჭავარიანი: მკვეთრად არის შემცირებული ჩვენი საზოგადოების ნდობა არა მხოლოდ ევრობიუროკრატების მიმართ, არამედ სამწუხაროდ, ევროკავშირის მიმართ. ეს ყველაფერი გამოიწვია მათმა არასწორმა საქციელმა

ეს მათთვის არის კონტრპროდუქტიული და ევრობიუროკრატები ამას უნდა ხვდებოდნენ. ვინაიდან „ევრობარომეტრის“, რომ ჩატარდა, მათ ჩაატარეს ხომ ეს კვლევა, იქ ჩანს, რომ მკვეთრად არის შემცირებული ჩვენი საზოგადოების ნდობა არა მხოლოდ ევრობიუროკრატების მიმართ, არამედ სამწუხაროდ ევროკავშირის მიმართ. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი გამოიწვია ზუსტად მათმა არასწორმა საქციელმა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მისამართით გამოთქმულ კრიტიკასა და საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულებაზე.
მისი თქმით, ევრობიუროკრატების მხრიდან წამოსული დაუმსახურებელი კრიტიკა, საქართველოს მოქალაქეებს უსამართლობის განცდას უჩენს, სწორედ ამას უკავშირდება ევროკავშირის მიმართ შემცირებული ნდობა მოსახლეობის მხრიდან.
„ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას. ისინი რაღაცას გვაბრალებენ მტკიცებულებების გარეშე, ისინი ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში, მათი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მთლიანად გასულები არიან ვენის კონვენციის ფარგლებიდან, ისინი არღვევენ გაეროს წესდებას და ძალიან უხეშად ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში და გვკარნახობენ ისეთ რაღაცებს, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის მიუღებელი. უკან რომ გადავახვიოთ პერიოდი, სადაც უარყოფდნენ, მაგრამ მერე რეზოლუციაში თვითონ მოახდინეს ამის ლუსტრირება, რომ ისინი, როდესაც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად რუსეთისთვის სანქციები უნდა დაგვეწესებინა და დაგვენგრია ჩვენი ეკონომიკა და შემდეგ ამბობდნენ, რომ არა ჩვენ ამას „ქართულ ოცნებას“ არ მოვუწოდებდითო, შემდეგ რეზოლუციებში ასახეს ეს ყველაფერი. მათი უსამართლოდ მიღებული რეზოლუციები, სადაც ათას სისულელეს წერენ და აბსოლუტურად ყველა რეზოლუციაში მოხსენებული არის მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ დევნილად და დღემდე დაჟინებით მოითხოვენ მის გათავისუფლებას. მე ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია ჩამოვთვალო, რის გამოც და მათ აი, ასეთი ფონი შექმნეს, რომ განწყობები არის რადიკალურად შეცვლილი ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. შესაბამისად, მათი ასეთი ტიპის ნაბიჯები არის მათთვისვე კონტრპროდუქტიული და კონტრპროდუქტიული არის რა თქმა უნდა მათი მართვის ქვეშ მყოფი რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.