ექიმი ლალი ჯანაშია სპეციალურ მიმართვას ავრცელებს
1756914426
მამუკა მდინარაძე არის საქმის უზადო პროფესიონალი, იგი ამ უწყებას ძალიან მაღალ დონეზე გაუძღვება, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით ქვეყანა აბსოლუტურად უსაფრთხო და დაცული იქნება.
„ჩემი აზრია და არა მხოლოდ ჩემი აზრი, რომ იგი იქნება ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი საქართველოს ისტორიაში და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში თავისი უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე, თავისი თვისებებიდან გამომდინარე, იმ ნიჭიდან გამომდინარე, რა ნიჭითაც იგი არის დაჯილდოებული და იმ ენერგიიდან გამომდინარე, რა ენერგიის მატარებელიც არის მამუკა მდინარაძე.
მამუკა მდინარაძე არის ჩვენს ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ადამიანი და მამუკა მდინარაძე არის საქმის უზადო პროფესიონალი. იგი ამ უწყებას გაუძღვება ძალიან მაღალ დონეზე და ეს უწყება, რომელიც ისედაც მოწოდების სიმაღლეზეა ნამდვილად, კიდევ აბსოლუტურად სხვა მასშტაბებს დაიპყრობს და ჩვენი ქვეყანა იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო, დაცული ბატონი მდინარაძის ხელმძღვანელობით“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა.