უეცარი წყალდიდობის მნიშვნელოვანი რისკი კვლავ არსებობს - ნეპალის კატასტროფების მართვის სამსახური

ნეპალი

უეცარი წყალდიდობის მნიშვნელოვანი რისკი კვლავ არსებობს, რადგან სტიქიის შედეგად წარმოქმნილი ტბა შესაძლოა, ადიდდეს, – ამის შესახებ განცხადებას ნეპალის კატასტროფების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაფრთხილება ვრცელდება როგორც ბჰოტე კოშის, ასევე ტრიშულის მდინარეების გასწვრივ მდებარე თემებზე. ისინი ახალი ტბის ქვემოთ მცხვორებ მცხოვრებლებს, ტურისტებსა და სასწრაფო დახმარების პერსონალს ურჩევენ, მდინარის ნაპირებთან ახლოს არ მივიდნენ და შემდგომ შეტყობინებამდე შენობებში დარჩნენ.

„ვინაიდან კიდევ ერთი მასშტაბური წყალდიდობის რისკი კვლავ არსებობს, ქვედა სანაპირო ზოლში მცხოვრებ ყველა დაინტერესებულ ყველა პირს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ საჭირო სიფრთხილე და შეინარჩუნონ მაღალი სიფხიზლე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, მედიის ცნობით, ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 360-ს გადააჭარბა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 1000-ზე მეტი ადამიანი. დაკარგულებს შორის არის ინდოეთის 178 მოქალაქე, ნეპალის 127 მოქალაქე, ასევე აშშ-ის 65 და დიდი ბრიტანეთის 33 მოქალაქე.