1734811100
ლევან მაჭავარიანი ლორა თორნტონზე: ის არის ჩვეულებრივად დაინტერესებული მხარე, აბსოლუტურად მიკერძოებული და მისი მხრიდან ასეთი ტიპის ნარატივი, რომელიც ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსში ჯდება, არავის არ უნდა უკვირდეს
პირდაპირ იყო შავით თეთრზე დაწერილი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რომ მოიგოს ეს არჩევნები დიდი ანგარიშითო, ჩვენ მაინც გაწვდით გაიდლაინს, როგორ უნდა გადაიყვანოთ საპროტესტო აქციები სამოქალაქო დაპირისპირებაშიო. ამით არის ცნობილი ქალბატონი თორნტონი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
„ლორა თორნტონი კიდევ იმით არის ცნობილი, რომ რამდენიმე დღის წინ, ასევე საჯარო განცხადებაში ძალიან გულდაწყვეტილები ჩანდნენ როგორ ხდება ისე, რომ ჯერ - ჯერობით მსხვერპლი არ არის ამ აქციებზეო და შესაბამისად მისი განცხადება ჩვენთვის სერიოზულად არ აღიქმება.
ის არის ჩვეულებრივად დაინტერესებული მხარე, აბსოლუტურად მიკერძოებული და მისი მხრიდან ასეთი ტიპის ნარატივი, რომელიც ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსში ჯდება, არავის არ უნდა უკვირდეს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
NDI-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა და მაკკეინის ინსტიტუტის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია.