ცნობილია, რამდენი ლარით დაჯარიმდება ქვეითი, თუ ისეთ გზაზე გადავა, სადაც ზებრა გადასასვლელი არ არის
1754031984
ხაზარაძე-ჯაფარიძემ ვაშინგტონის საარბიტრაჟოშიც მორიგი კრახი განიცადეს და ბიუჯეტის სასარგებლოდ 6.5 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრათ, ვისურვებდით, კიდევ გვიჩივლონ სხვა საარბიტრაჟოშიც და ბიუჯეტში დამატებითი მილიონები შემოიტანონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, „ლელოს“ ამომრჩეველი კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც მივა საარჩევნო უბანთან.
„საზოგადოებას შევახსენებ, რომ ჯაფარიძე და ხაზარაძე მხილებული არიან როგორც თაღლითები, ეს განაჩენი გამოიტანა სასამართლომ. „თიბისი ბანკს“ მოუწია ჯარიმის გადახდა, რომელიც პრეტენზიის გარეშე გადაიხადეს. ამის შემდეგ ხაზარაძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქართველოს პარიზის საარბიტრაჟოში უჩივლა და იქაც, რა თქმა უნდა, დადგინდა, რომ ვერ შეასრულეს პირობები, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ყველანაირად ხელს უწყობდა. იქ გამომჟღავნდა ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი, პარიზის საარბიტრაჟოს რომ დაეკმაყოფილებინა მათი სარჩელი, ხაზარაძეს კონკრეტული თანხა ქვეყნის ბიუჯეტიდან თავის ჯიბეში მიჰქონდა. „ლელოს“ ამომრჩეველი კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც მივა საარჩევნო უბანთან“, – განაცხადა გურამ მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ვაშინგტონის საარბიტრაჟოშიც მორიგი კრახი განიცადეს.
„მორიგი კრახი განიცადეს, როდესაც თავიანთ ბიზნესპარტნიორს, ბობ მეიერს, რომელიც მათი ბიზნესპარტნიორი მხოლოდ ანაკლიის პორტში არაა, ძალიან ბევრ ბიზნესში არიან ერთად, აჩივლებინეს. ამ შემთხვევაშიც წააგეს დავა საქართველოს წინააღმდეგ და ვაშინგტონის საარბიტრაჟომაც დაადგინა, რომ ანაკლიის პროექტი არის მათი ჩაგდებული და დაეკისრათ, თუ არ ვცდები, დაახლოებით 6.5 მილიონი დოლარის გადახდა ჩვენი ბიუჯეტის სასარგებლოდ. შესაბამისად, ვისურვებდით კიდევ გვიჩივლონ სხვა საარბიტრაჟოშიც და ამით დამატებითი მილიონები შემოიტანონ ბიუჯეტში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.