დააკავეს დირექტორი, რომელმაც 13 წლის მოსწავლეს პირზე წებოვანი ლენტი გადააკრა (საბერძნეთი)
1769361722
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა მედიასთან Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპელ ხალხში ნიჰილისტური განწყობაა.
„ამ ყველაფერს ისიც ადასტურებს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ასახა თავის უსაფრთხოების დოკუმენტში, სადაც ფაქტობრივად, ერთი ერთში არის განმეორებული ის პრეტენზიები, რა პრეტენზიებიც „ქართულ ოცნებას" აქვს ევრობიუროკრატების მიმართ.
მთავარი მიზეზი არის, რა თქმა უნდა, მმართველი კლასი. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ჩვენ, არა მხოლოდ კვლევები, არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების საუბრობს რიგი ევრობიუროკრატების, რომლებიც სათავეში უდგანან ევროკავშირს, სისუსტეებზე, არამედ უშუალოდ, ევროკავშირში არის უკვე სერიოზული დაპირისპირება“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.