ბიძინა ივანიშვილი Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის
1737360741
ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ტრამპი მის დაპირებას უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში შეასრულებს, - საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. მისი თქმით, ომის დასრულების შემდეგ აშშ-საქართველოს ურთიერთობებიც გადაიტვირთება.
„ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში კარგია უკრაინელი ხალისთვის და ეს ავტომატურად აისახება ჩვენზეც, ვინაიდან ის ინტერესი რაც არსებობს ამ სამი წლის განმავლობაში, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, ავტომატურად მოიხსნება. შესაბამისად, დაიწყება ჩვენი ურთიერთობების გადატვირთა აშშ-სთან და შესაბამისად ევროკავშირთანაც. ბატონი ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებაა ისიც, რომ იგი ბრძოლას უცხადებს დიფ სთეითს და თუკი მოახერხებს, რომ დიფ სთეითის გავლენები აშშ-ში შეასუსტოს, ესეც კიდევ უფრო გააიოლებს ჩვენი ურთიერთობების ძველ ნიშნულზე დაბრუნებას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.