საპენსიო ფონდი სპეციალურ ინფორმაციას ავრცელებს
1768217479
ის დაკლებული დაფინანსება, რაც აშშ-დან იგრძნეს, იძულებულები გახდნენ, რომ თვითონ შეავსონ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა
ევროკომისიის გეგმაზე, რომელიც „ენჯეოებისა“ და მედიისთვის 600%-ით დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ევროკავშირი ხალხის ფულს იყენებს იმისთვის, რომ „ენჯეოების“ საშუალებით რიგ ქვეყნებში პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნას.
„ევროკავშირის ეს გადაწყვეტილებაც ცალსახად იმაზე მიუთითებს, რომ ის დაკლებული დაფინანსება, რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან იგრძნეს, იგივე USAID-ის მეშვეობით, რაც ფინანსდებოდა, NED-ის მეშვეობით, რაც ფინანსდებოდა ახლა ისინი იძულებულები გახდნენ, რომ თვითონ შეავსონ ეს დაფინანსება. მაგრამ აქ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ისინი თავიანთი ხალხის ფულს იყენებენ ისეთი „ენჯეოების“ დასაფინანსებლად, რომლებიც პოლიტიკურ დღის წესრიგს ატარებენ და რამდენიმე თვის წინ ძალიან სერიოზული სკანდალები იყო ამასთან დაკავშირებით ევროკავშირში. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ათობით მილიარდი დოლარით ფინანსდებოდნენ, კლიმატის ცვლილების მიმართულებით უნდა ემუშავათ და აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, რომ მთელი ეს ფული წასული იყო პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად, პოლიტიკური აქტივიზმისთვის, ლობიზმისთვის, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ევროკომისიის გეგმას, რომელიც „ენჯეოებისა“ და მედიისთვის 600 პროცენტით დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს, აკრიტიკებენ ბრიუსელში. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ამბობენ, რომ ბრიუსელი ცდილობს USAID-ის დახურვის შემდეგ შექმნილი დეფიციტის შევსებას და აქტივისტების ქსელის დაფინანსების გაზრდას.