„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
„საზოგადოებას შევახსენებ, რომ ამისი ინიციატორი და ამის ავანგარდში დგას ბატონი უილსონი, რომელიც ბოლომდე არის გაშიფრული, როგორც ჩვეულებრივი ლობისტი და ერთი ერთში მისი პოსტები პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივში ზის“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა „MEGOBARI აქტზე“ საუბრისას განაცხადა.
ლევან მაჭავარიანის თქმით, „არანაირ კავშირში არ არის ეს კანონპროექტი კანონად იქცევა თუ არა, ტრამპის გადაწყვეტილებასთან“.
„რაც შეეხება უშუალოდ ამ აქტს, რითაც სულდგმულობს ოპოზიცია. მძიმე მდგომარეობაში არიან და ზეიმობენ ხოლმე რაღაც ეტაპს რომ გაივლის ეს აქტი, ეს ზეიმი გრძელდება ერთი ორი დღე, მაგრამ საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ეს არის უბრალოდ პოლიტიკური შოუ. რაც ამ „მეგობრულ აქტში“, არადა რეალურად მტრულ აქტში, ვინაიდან იქ მეგობრული არაფერი წერია, სულ რომ ეს კანონპროექტი კანონად ვერც იქცეს ან იქცეს, იქ რაც არის ჩაწერილი, სანქციების ნაწილი და ა.შ. ეს ყველაფერი ბატონ ტრამპს შეუძლია აამოქმედოს დღესვე. შეეძლო აემოქმედებინა ერთი თვის წინ. შეუძლია აამოქმედოს ერთი თვის შემდეგ. აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის ეს კანონპროექტი კანონად იქცევა თუ არა, ტრამპის გადაწყვეტილებასთან“-აღნიშნა მაჭავარიანმა.
ლევან მაჭავარიანი უშვებს იმ მოცემულობასაც, თუ ეს კანონპროექტი კანონად იქცევა და აცხადებს, რომ ეს "ერთადერთი დასტური იქნება, რომ იმ მომენტისთვის, ჯერ დიფ სთეითის არაფორმალური მმართველობის გავლენები იმ დონეზე ვერ იქნება შემცირებული ამერიკის შეერთებულ შტატებში“.
„უშუალოდ ამ პოლიტიკური შოუს ნაწილს რაც შეეხება. რა თქმა უნდა, ეს არის გადმოგდებული „სატოპკე“ ოპოზიციისთვის, ვინაიდან ოპოზიციის ამომრჩეველი ძირითადად უყურებს ოპოზიციურ არხებს და ეს მედია საშუალებები რა კომენტარიც მე გავაკეთე იმგვარად არ აშუქებენ ამას და ამბობენ, რომ ეს კანონპროექტი თუ იქცა კანონად, ტრამპი ვალდებული იქნება, რომ ეს აღასრულოს. არანაირად არ არის ტრამპი ამის აღსრულებაზე ვალდებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი ტრამპს რომ უნდოდეს, ამ კანონპროექტის გარეშეც მას სრული ლეგიტიმაცია აქვს, რომ გააკეთოს ასეთი ქმედებები.
ერთადერთი მინდა გავმიჯნო და დავუშვათ, რომ ეს კანონპროექტი იქცევა კანონად. ეს არის ერთგვარი ტესტი იმ მდგომარეობისთვის, თუ რამდენად არის შესუსტებული გლობალური ომის პარტიის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გავლენები ამერიკის შეერთებულ შტატებში. ტრამპმა ღია ბრძოლა გამოუცხადა არაფორმალურ მმართველობას, თუმცა ისეთი ტემპით ეს ბრძოლა ვერ მიიწევს ტრამპის სასარგებლოდ. მან ბევრი რამ გააკეთა, დაიწყო ბიუროკრატიის წმენდა, აკრძალა ძირითადი ინსტრუმენტების დაფინანსება, როგორც არის USAID, როგორიც არის NED, სერიოზული ბრძოლა არის და თუ ეს კანონპროექტი კანონად იქცევა, ერთადერთი დასტური იქნება, რომ იმ მომენტისთვის ჯერ დიფ სთეითის არაფორმალური მმართველობის გავლენები იმ დონეზე ვერ იქნება შემცირებული ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.