ლევან მაჭავარიანი: დაახლოებით ორო-სამი კვირის წინ იყო ამერიკის ელჩის ერთ-ერთი ინტერვიუ, სადაც ძალიან შეაქო ცესკო, მათი პროფესიონალიზმი და მათი თანამშრომლები. ეუთო/ოდირის დასკვნაშიც მოხდა ამის ასახვა

ლევან მაჭავარიანი

ცესკოს წინააღმდეგ ეს დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, დაახლოებით სამი თვის წინ დაიწყო. მინდა მადლობა გადავუხადო ცესკოს, რადგან ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და დგანან, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს ეს არჩევნები, მითუმეტეს ხმის მიცემის ახალი მეთოდების პირობებში ძალიან კარგად გაართვეს თავი. დაახლოებით ორო-სამი კვირის წინ იყო ამერიკის ელჩის ერთ-ერთი ინტერვიუ, სადაც მან ძალიან შეაქო ცესკო, მათი პროფესიონალიზმი და მათი თანამშრომლები. ეუთო/ოდირის დასკვნაშიც მოხდა ამის ასახვა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.