ლევან მაჭავარიანი BBC-ის სტატიაზე: ის აქტორები, რომლებიც მანამდე დაბეჯითებით აცხადებდნენ, რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული, ახლა უკვე უკან იხევენ

ლევან მაჭავარიანი

აბსოლუტურად ყველანაირი ფაქტის, მტკიცებულების გარეშე, რაღაც ჭორაობებზე დაყრდნობით, ცდილობენ გააშავონ ჩვენი ხელისუფლება - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა BBC-ის სტატიაზე საუბრისას.

მისი თქმით, ის აქტორები, რომლებიც მანამდე დაბეჯითებით აცხადებდნენ, რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული, ახლა უკვე უკან იხევენ.

„აბსოლუტურად ყველანაირი ფაქტის, მტკიცებულების გარეშე, რაღაც ჭორაობებზე დაყრდნობით, ცდილობენ გააშავონ ჩვენი ხელისუფლება და სახელმწიფო. ამასთან დაკავშირებით განვაცხადეთ, რომ არ შევეგუებით ამას და სასამართლო დავაში შევალთ BBC-სთან.

ამ დღეების განმავლობაში გამოვლინდა, რომ ის აქტორები, რომლებიც მანამდე დაბეჯითებით აცხადებდნენ, რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული, ახლა უკვე უკან იხევენ. ეს ყველაფერი კეთდება ისევ საქართველოზე ზეწოლის გასაძლიერებლად“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.