ლევან მაჭავარიანი, არჩილ გორდულაძე, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, პაატა სალია, გიორგი გუგუჩია და ირაკლი ჭეიშვილი - პარლამენტში 8 ახალი წევრის უფლებამოსილების საკითხი განიხილეს

პარლამენტი

ადგილმონაცვლეობის პრინციპით პარლამენტს ლევან მაჭავარიანი, არჩილ გორდულაძე, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, პაატა სალია, გიორგი გუგუჩია და ირაკლი ჭეიშვილი შეუერთდებიან. კენჭისყრა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გაიმართება.

მანამდე უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა პარტია „ქართული ოცნების“ 8 დეპუტატს - ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, მიხეილ ყაველაშვილს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილს, მარიამ ქვრივიშვილს.

როგორც ცნობილია, არჩილ გორდულაძე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ადგილს დაიკავებს, კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარე გიორგი კახიანი კი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდება.