ლევან ხაბეიშვილი: დაიკიდეთ ყველა პარტია, უნდა მივაწვეთ, ვიდრე არ გავარღვევთ

ლევან ხაბეიშვილი

უნდა მივაწვეთ, ვიდრე არ გავარღვევთ, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე. მისი თქმით, ახლა მობილიზებაა საჭირო.

„ხალხს უნდა ესმოდეს, რომ ძალა არის თქვენში. ჩვენ ვართ აქ, მათ შორის, ჯანმრთელობაც, სიცოცხლეც გავწიროთ. დავანგრევთ ამათ. სახეს ავახევთ. გავარღვევთ და გავიმარჯვებთ. ეროვნული წინააღმდეგობაა საჭირო. დაიკიდეთ ყველა პარტია. თუ ვინმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის გამოყენება შეგიძლიათ, გამოიყენეთ. მივაწვეთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.