საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
1734532952
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა.
როგორც საქართველოს სახალხო დამცველის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, სამართალდამცავთა მიერ აქციის მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და, ზოგადად, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
„სახალხო დამცველმა სტუმარს აპარატის საქმიანობა გააცნო დაკავებულთა და დაკავებისას დაშავებულთა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.