კოსმოსში ჩარჩენილ ორ ასტრონავტზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1736582259
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტი შეაფასა. დავითაშვილის განცხადებით, ეს ვიზიტი გამოხატავს ქართველი ხალხის არჩევანის მხარდაჭერას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა.
„ეს იყო დიდი მხარდაჭერის გამომხატველი ვიზიტი, რომელიც აღიარებს ჩვენს თანამშრომლობას, აღიარებს იმ არჩევანს, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რადგან უნგრეთი ევროკავშირის წევრი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, რომელიც ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღებაში უნგრეთი საქართველოს მკაფიოდ უჭერდა მხარს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაძლიერდება და ის დინამიკა, რომელიც გვაქვს შენარჩუნდება“, - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია.