ლევან დავითაშვილი აშშ-ის მხრიდან საქართველოს ზოგიერთი მაღალჩინოსნის სანქცირებაზე: ჩვენ ვიწყებთ დიალოგს. ამას სჭირდება შესაბამისი პროცედურები იმის შემთხვევაშიც კი, თუ არსებობს პოლიტიკური ნება - ჩვენ დავინახეთ, რომ არსებობს

ლევან დავითაშვილი

„დღის ქრონიკაში“ აშშ-დან ჩართვისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ისაუბრა აშშ-ის მხრიდან საქართველოს ზოგიერთი მაღალჩინოსნის დასანქციებზე.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, უსაფუძვლო სანქციები ურთიერთობებში დამაბრკოლებელი ფაქტორია და ეს უნდა შეცვალოს.

„სახაზინო დეპარტამენტში ჩვენ გვქონდა საუბარი სანქციების აღსრულებაზე. ზოგადად, საქართველო არის სანიმუშო ქვეყანა და პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების აღსრულების კუთხით. თუმცა, სანქციები, რომელიც შემოღებულია აბსოლუტურად უსაფუძვლოდ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ, ეს რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი ურთიერთობებში და რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს. ამას დასჭირდება დრო, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიწყებთ დიალოგს და ამის სჭირდება შესაბამისი პროცედურები იმის შემთხვევაშიც კი, თუ არსებობს პოლიტიკური ნება, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენ დავინახეთ, რომ არსებობს. ეს ყველაფერი იმედს გვაძლევს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს კიდევ უფრო გავაღრმავებთ და გავაძლიერებთ“, - აღნიშნა დავითაშვილმა.