“ლელოსთვის“ მნიშვნელოვანია, რომ წარმოადგენდეს ალტერნატიულ ფლანგს - ირაკლი კუპრაძე

ირაკლი კუპრაძე

“არჩევნების შემდეგ კოალიციის ბედს გადაწყვეტს არჩევნების შედეგი, რომლის წინასწარ პროგნოზირება არის რთული და შეუძლებელი,“ - ამის შესახებ “ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც ბადრი ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა.

საუბარია, ბადრი ჯაფარიძის განცხადებაზე, სადაც “ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სატელევიზიო ინტერვიუში, ამბობს, რომ არ ემხრობა არჩევნებამდე ოპოზიციის ისეთ გაერთიანებას, რომელიც ელექტორატს დააშინებს. ამ კონტექსტში ჯაფარიძემ “ნაციონალურ მოძრაობაზე“ მიანიშნა, თუმცა არჩევნების შემდეგ, მისი თქმით, კოალიციის პრობლემა არ იქნება.