,,ლელო - ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ

გეგელია

,,ლელო - ძლიერი საქართველოს” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ.

"დღეს “ლელო - ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანზე, გრიგოლ გეგელიაზე, საცხოვრებელ სახლთან თავდასხმა მოხდა.

გეგელიას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა. შემთხვევის ადგილზე შსს თანამშრომლები მუშაობენ.

“ლელო-ძლიერი საქართველო” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს.

პოლიტიკოსზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება “ქართულ ოცნებას” - როგორც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის წამხალისებელსა და კრიმინალების მფარველ ძალას,"- აღნიშნულია “ლელო - ძლიერი საქართველოს” განცხადებაში.