ლაზარ კომანესკუ: მაქვს პატივი ვისარგებლო შემთხვევით და 26 მაისის ეროვნულ დღესასწაულთან - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, BSEC-ის მუდმივ საერთაშორისო სამდივნოში (PERMIS) ყველა ჩემი კოლეგისა და პირადად ჩემი სახელით, თქვენს აღმატებულებას გადავცე თბილი მილოცვა

ლაზარ კომანესკუ

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალური მდივანი, ლაზარ კომანესკუ საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო ქალბატონო მინისტრო,

მაქვს პატივი ვისარგებლო შემთხვევით და 26 მაისის ეროვნულ დღესასწაულთან - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, BSEC-ის მუდმივ საერთაშორისო სამდივნოში (PERMIS) ყველა ჩემი კოლეგისა და პირადად ჩემი სახელით, თქვენს აღმატებულებას გადავცე თბილი მილოცვა და საუკეთესო სურვილები თქვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და მის მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის.

BSEC-ის მუდმივი საერთაშორისო სამდივნო უაღრესად აფასებს საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილს BSEC-ის მიზნებისა და ამოცანების შესრულების მიმართულებით.

და ბოლოს, მინდა მივულოცო ქართულ მხარეს BSEC-ის ორგანიზაციის წარმატებული თავმჯდომარეობა. ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენი და თქვენი კოლეგების მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროში გაწეულ აქტიურ ძალისხმევასა და საქმისადმი ერთგულებას, და მოუთმენლად ველით ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას BSEC-ის ოჯახის შემდგომი გაძლიერებისა და ჩვენი საერთო მიზნების შესრულების მიზნით.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ, თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“, - აღნიშნავს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალური მდივანი, ლაზარ კომანესკუ.