1754511189
ლატვიის საგარეო უწყება - ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მისი ხალხის უფლებას, აირჩიოს საკუთარი მომავალი

ჩვენ ვგმობთ უკანონო შეჭრას და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მისი ხალხის უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„დღეს ლატვია იხსენებს 17 წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მსხვერპლს. ჩვენ ვგმობთ უკანონო შეჭრას და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მისი ხალხის უფლებას, აირჩიოს საკუთარი მომავალი“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს სეპარატისტებმა ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს, რასაც საპასუხო ცეცხლის გახსნა, 8 აგვისტოს კი რუსეთის საოკუპაციო ჯარის შემოსვლა მოჰყვა. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად დაიღუპა 411 ადამიანი, დევნილად იქცა 130 000-მდე მოქალაქე, განადგურდა სოფლები, დაიბომბა ქალაქი გორი და სტრატეგიული ობიექტები. რუსეთის მიერ კვლავ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი.