ლაშა ცანავა არის ჩვენი აქტიური თანამებრძოლი, აქციებზე მოწინავეთა რიგებში დგას. მას ყურადღება მიაქცია სუს-მა იმიტომ, რომ ხშირად არის ლევან ხაბეიშვილის გვერდით - გიორგი ბარამიძე

გია ბარამიძე

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრს, ლაშა ცანავას ბრალი წარუდგინეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცანავა თაღლითობის ფაქტზე დააკავა.

უწყების ცნობით, ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, საკუთარი კავშირების გამოყენებით, საქართველოში ბინადრობის ერთწლიანი ნებართვის მოპოვებას დაჰპირდა და 5 ათას 600 დოლარი მოსთხოვა.

საკითხს გამოეხმაურნენ "ნაციონალურ მოძრაობაში. პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ლაშა ცანავა პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული.

"რეჟიმმა დააკავა" ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ცანავა. ლაშა ცანავა არის ჩვენი აქტიური მებრძოლი, თანამებრძოლი და მეგობარი, რომელიც აქციებზე მოწინავეთა რიგებში დგას. განსაკუთრებით მას ყურადღება მიაქცია სუს-მა იმიტომ, რომ ის ხშირად არის ლევან ხაბეიშვილი გვერდით, რომელმაც, ამ ბოლო პერიოდში, თავის აქტიურობით, დიდი ზიანი მიაყენა ამ რეჟიმს", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.