ლაშა ტალახაძე საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გადადებაზე: ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს მოქალაქეებს, იყო რაღაც რისკები და ჩვენ გავუფრთხილდით თითოეულ მათგანს

ლაშა ტალახაძე

ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს მოქალაქეებს, იყო რაღაც რისკები და ჩვენ გავუფრთხილდით თითოეულ მათგანს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლაშა ტალახაძემ პარლამენტთან ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიება გადადებასთან დაკავშირებით.

„ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდოდა, რომ დღევანდელი დღე ერთად გვეზეიმა, დიდი მადლობა. დღეს იქნება თუ ხვალ, ჩვენი ქალაქი აუცილებლად განათდება და ახალ წელს ყველა ერთად ვიზეიმებთ, ამას ვერავინ წაგვართმევს“, - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

თბილისის მერიამ პარლამენტთან ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიება გადადო.