მძიმე ავარია თბილისის შემოვლით გზაზე - არის მსხვერპლი
1775473183
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონულ დირექტორს, ჩარლზ კორმიერს შეხვდა.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის დეპარტამენტის მენეჯერი პატრიკ ავატო, ასევე, მსოფლიო ბანკის სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე, განხორციელებული და სამომავლო პროექტები ინფრასტრუქტურისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის კუთხით. საუბარი შეეხო საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით.
ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.
ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264
ქეთი დოლიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1775423811