1794817565
ლაშა ფარულავა: საზოგადოებას ფაქტებზე, კონკრეტულ მტკიცებულებებზე ვესაუბრებით და ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს ბათუმში, თუმცა საბოლოო სიტყვას მხოლოდ ევროპული სასამართლო იტყვის
„ქართულმა ოცნებამ“ და მათმა წარმომადგენელმა როდესაც ვერაფერი მოახერხეს, ივანიშვილმა დისკუსიაში საკუთარი მოსამართლეები ჩართო, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ოპოზიცია ისტორიის სწორ მხარესაა, მოუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია.
„ქართული საზოგადოება ხედავს, რომ ქვეყანა ფეხზე დააყენა ვარდების რევოლუციამ. ვინმე თუ არის ისტორიის არასწორ მხარეს და არის სამარცხვინო ფურცელი, სწორედ „ქართული ოცნებაა“, რომელმაც შექმნა ეს სარჩელი და ფაქტობრივად დემოკრატიას ძირი გამოუთხარა. ჩვენ საზოგადოებას კვლავ ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, კონკრეტულ სამართლებრივ არგუმენტებზე ვესაუბრებით და ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს ბათუმში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ივანიშვილის ნოტარიუსად ქცეულ სასამართლოს რაიმე ფასი აქვს. საბოლოო სიტყვას მხოლოდ ევროპული სასამართლო იტყვის და ეს არის მხოლოდ ინსტანცია, რომელიც უნდა გაიაროს დემოკრატიულმა ოპოზიციამ“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.










