1794936548
ლაშა აბაშიძე: რკინიგზის თბომავლების პარკს ათი ახალი სამანევრო თბომავალი დაემატება
დაწყებულია სალოკომოტივო პარკის განახლების პროცესი. ახალი თბომავლების შესყიდვით კომპანია გაზრდის საოპერაციო შესაძლებლობებს, ასევე გააუმჯობესებს სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობასა და საიმედოობას – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახალი თბომავლები, რომლებიც თანამედროვე ციფრული სისტემებით იქნება აღჭურვილი, ენერგოეფექტურია და გარემოსდაცვით სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
„ახალი სამანევრო თბომავლების საშუალებით უკეთესად შევძლებთ ტვირთების მომსახურებას, ასევე გავაუმჯობესებთ სადგურებზე მიმდინარე ოპერაციებს. ჩვენი მიზანია, რომ ეტაპობრივად სრულად გავაჯანსაღოთ საქართველოს რკინიგზის სალოკომოტივო პარკი“, – აღნიშნა აბაშიძემ.










