ლადო ბოჟაძე: მაკკეინის ინსტიტუტმა ჯერ კიდევ სექტემბერში გამოაქვეყნა ე.წ. მაიდნის გეგმა, მაშინვე ითქვა, რომ როცა „ქართული ოცნება“ არჩევნებში გაიმარჯვებდა, უნდა ამუშავებულიყო ეს გეგმა, რასაც ოპოზიცია 27 ოქტომბრიდან ახორციელებს

vladimer bojadze

ქალბატონ ლორას [თორნტონს] ვურჩევ [ჩემთან] ერთად დათვალოს სალომე ზურაბიშვილს დარჩენილი დღეები. რაც შეეხება გარედან მუქარებს, სრულიად მიუღებელია და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს გარედან ჩარევაზე ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში, რომელსაც მუდმივად ვახსენებდით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ.

„მაკკეინის ინსტიტუტმა ჯერ კიდევ სექტემბერში გამოაქვეყნა ქვეყნის დესტაბილიზაციისა და ე.წ. მაიდნის გეგმა, მაშინვე ითქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა „ქართული ოცნება“ არჩევნებში გაიმარჯვებდა, უნდა ამუშავებულიყო არეულობის გეგმა, რომელიც ერთ ერთზე ის გეგმაა, რომელსაც ოპოზიცია 27 ოქტომბრიდან ახორციელებს“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

NDI-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა და მაკკეინის ინსტიტუტის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია.