„კურიერის" მიერ მოპოვებულ დოკუმენტებზე, რომელიც "მთავარ არხზე" უკანონო ფინანსურ ოპერაციებს ეხება, ნიკა გვარამია პირველ კომენტარს აკეთებს

ნიკა გვარამია

"კურიერის" მიერ მოპოვებულ დოკუმენტებზე, რომელიც "მთავარ არხზე" უკანონო ფინანსურ ოპერაციებს ეხება, ნიკა გვარამია პირველ კომენტარს აკეთებს.

გვარამია აცხადებს, რომ ტელევიზიის ერთ-ერთ მოქმედ დირექტორს, გიორგი ქურდაძეს საერთოდ არ იცნობს, ბრალდებები აბსურდულია, ტელევიზიაში შესული თანხები კი - დეკლარირებული.

"კობა ნაყოფიას მხრიდან ვერაფერი შემოვიდოდა, ნაღდი ფულის შემოსვლა დამფუძნებლის შენატანის სახით, წესდებაში და კაპიტალში, არის კანონით ნებადართული საქმიანობა და ეს საქმიანობა ხორციელდებოდა. ამის შესახებ იცის ყველამ, ფინანსურმა პოლიციამაც. ეს დეკლარირებულია როგორც შემონატანის სახით, ასევე - საგადასახადო უწყებებში. ვისაც უნდა შეამოწმოს და რაც უნდა შეამოწმოს. ყველა თანხა არის კაპიკ-კაპიკ დეკლარირებული. გოგი ქურდაძე არასოდეს არ მინახავს, ცხოვრებაში მასთან კომუნიკაცია არ მქონია,"- აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია.

საპირისპიროს ამტკიცებს ქურდაძე, რომელიც ეროვნული და "თიბისი" ბანკისთვის გაგზავნილ წერილებში "მთავარ არხზე" უკანონო ფინანსურ ოპერაციებზე წერს. დოკუმენტებში საუბარია გაურკვეველი წარმომავლობის ნაღდ ფულზე, რომელიც კობა ნაყოფიას უკრაინის მოქალაქე ბაკურ ჯახაიას ხელით ჯერ ტელევიზიაში შეაქვს, შემდეგ კი მილიონები უკვე სარეკლამო კომპანიის ანგარიშზე ხვდება და საქართველოსა და უცხოეთში ირიცხება.